სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ბათუმის „რედისონს“ პრეზიდენტი გახსნის

სრული დატვირთვით მუშაობას სასტუმრო აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყებს

ბათუმს ახალი ბრენდული სასტუმრო დღეს ოფიციალურად შეემატება. 19.00 საათზე ბათუმის “რედისონს” საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. თუმცა, როგორც რადიო “კომერსანტს” სასტუმროს მენეჯმენტში განუცხადეს, დღეს მხოლოდ სასტუმროს გახსნა მოხდება. სრული დატვირთვით ფუნქციონირებას ის აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

ბათუმის „რედისონი“ 168–ოთახიანი იქნება. რესტორანი, ბარები, საკონფერენციო დარბაზები, ღია და დახურული აუზები – ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც დამსვენებლებს ბათუმის “რედისონში” დახვდება. პროექტის განხორციელება 60 მილიონი დოლარი დაჯდა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100