სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

The times: მხოლოდ სიტყვებით ევროპელი მმართველები ფონს ვერ გავლენ, მოქმედების დროა

რუპერტ მერდოკის თავგადასავლებმა დაჩრდილა ცნობები ევროპული ეკონომიკის შესახებ: ინვესტორები ძალიან მკაფიო სიგნალს იძლევიან, რომ ევროზონის ლიდერები ეს–ესაა აავსებენ მათი მოთმინების ფიალას თავიანთი მოუხერხებელი მცდელობებით, რათა გადაარჩინონ საბერძნეთის ეკონომიკა და ფინანსურ „ჭლექს“ იტალიასა და ესპანეთზე გავრცელების საშუალება არ მისცენ. ამ ინფორმაციას The Times–ი აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით, რაც უფრო მეტად შფოთავენ ინვესტორები ხელისუფლების მოქმედებების გამო, მით უფრო იზრდება სახელმწიფოებისთვის ვალდებულებების ღირებულებები.

საბერძნეთის ხვედრის შემსუბუქების მორიგ მცდელობას ადგილი დღეს ექნება. ბერლინი და ევროკავშირის პოლიტიკის შემოქმედნი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიდიან აზრამდე, რომ მკაცრი ეკონომიკა საბერძნეთის პრობლემისთვის შეუსაბამო გადაწყვეტილებაა, ქვეყანა გადახდის უუნაროა და შესაბამისად, მისი ხვედრი რაიმე „ჩამოწერის“ გზით უნდა შემსუბუქდეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, განსაკუთრებულად კი, ამ გამოწვევის წინაშე საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი დგანან. მთავრობები ეკონომიკური კრიზისის გამწვავებას „უპასუხისმგებლო“ პრესასა და სარეიტინგო კომპანიებს აბრალებენ, თავის მხრივ კი, დასავლური მედია მმართველების უგუნურ პოლიტიკაზე საუბრობს. ახალი ფინანსური კრიზისი, თუკი მისი თავიდან აცილება ვერ მოხერხდება, „განყენებულ–ტექნიკური“ აღარ იქნება და ევროპელები მას საკუთარ თავზე სრულად იწვნევენ – კერძოდ, სამუშაო ადგილების შემცირებით, დანაზოგის ნაწილობრივ ან სრული დაკარგვით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ხალხის რისხვა თავს არა პოლიტიკოსებს, არამედ ბანკირებს დაატყდება. თუკი ევროპის ლიდერებს არ სურთ თავიანთი ქვეყნების შეყვანა საშიშ წყლებში, მათ უნდა გაიაზრონ, რომ მხოლოდ სიტყვებით ფონს ვერ გავლენ. მოქმედების დროა,“ წერს The Times–ი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100