სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანიისგან 55 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსს მიიღებს

თიბისი ბანკს ნიდერლანდების განვითარების ფინანსურმა კომპანიამ (FMO) 55 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო. აღნიშნული რესურსი თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, აქტიურად განაგრძოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში.

სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, თიბისი ბანკი მიიღებს 25 მილიონ აშშ დოლარს 7 წლის ვადით, ხოლო თიბისის შვილობილი კომპანია, ბანკი რესპუბლიკა - 30 მილიონ აშშ დოლარს, 5 წლის ვადით.

„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიასთან. ამ რესურსების საშუალებით თიბისი ბანკი შეძლებს, კიდევ უფრო გაამყაროს პოზიცია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტში და გაზარდოს ქართული ეკონომიკისთვის ამ მნიშვნელოვანი სექტორების დაფინანსება,“- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„თიბისი ბანკი, თავის არსებობის მანძილზე მუდმივად მხარში უდგას და აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს, რომელიც ქართული ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვაგრძელებთ თიბისი ბანკთან თანამშრომლობას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. თიბისი ბანკი ქართული ფინანსური სექტორის წამყვანი ინსტიტუტია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი 10 წლიანი თანამშრომლობა სმე სექტორის გასაძლიერებლად წარმატებით გრძელდება,“ - განაცხადა მათაის ლაბოუნმა, FMO-ს სამოქალაქო საქმეების მენეჯერმა.

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ბანკია, რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. კომპანია ძირითადად აქცენტს აკეთებს სამ სექტორზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი, საკვები და წყალი. ბანკის მთლიანი საინვესტიციო პორტფელი შადგენს 7, 6 მილიარდ ევროს.

თიბისი ბანკი უკვე 10 წელზე მეტია, რაც ნიდერლანდების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ხელი მოეწერა 10 სასესხო ხელშეკრულებას 150 მილიონი დოლარის ჯამური მოცულობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100