სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Apple– მა რეკორდი დაამყარა

ანალიტიკოსები ფრიად გაკვირვებულები დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს, კორპორაცია Apple – ს გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი აქვს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. შედარებისთვის: აშშ–ის უკანასკნელი სახაზინო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში თანხის ოდენობა მიმოქცევაში, შეადგენს 73,7 მილიარდ დოლარს, „მოკბეჩილ ვაშლს“ კი, რეზერვებში 76,4 მილიარდი დოლარი გააჩნია.

რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ კორპორაციამ 2011 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ამ ხნის მანძილზე, Apple – მა 28 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ეს მონაცემები, კომპანიისათვის, რეკორდულად ითვლება, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. სპეციალისტების განცხადებით, კომპანიის წარმატების ძირითადი მიზეზი, ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100