სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს ისევ 2008 წლის მსგავსი ფინანსური კრიზისი ელის?

Standard & Poor's, რომლის ერთი განცხადება და აშშ–ის ინდექსის მხოლოდ ერთი საფეხურით „ჩამოლაბორანტება“ საკმარისი გახდა მსოფლიო სავაჭრო ფონდებზე ავისმომასწავებელი რყევის დასაწყებად, ბოდიშის მოხდას სულაც არ აპირებს. კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ რეალობა ასახეს და პირობას დებენ, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებენ. დევიდ ბირსი, Standard & Poor's წარმომადგენელი არათუ უკან იხევს, არამედ ქვეტექსტურად იმასაც კი ამბობს, რომ შესაძლოა, კომპანიამ აშშ–ს რეიტინგი კიდევ უფრო დაწიოს:

‎"ჩვენ არათუ არ მივიღებთ ვინმეს მხრიდან კრიტიკას, არამედ 6–დან 24 თვემდე, შესაძლოა, აშშ–ის რეიტინგს კიდევ ერთხელ გადავხედოთ", – განაცხადა მან. შესაძლოა, ბირსის განცხადების ტონი ბარაკ ობამას მიერ არცთუ პატივისცემით მოხსენიებამაც გაამწარა: „რაც არ უნდა თქვას რომელიმე ორგანიზაციამ, აშშ იყო, არის და იქნება ნომერ პირველი საკრედიტო ქვეყანა მსოფლიოში“, – თქვა აშშ–ის ლიდერმა დღეს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.

მაგრამ ბარაკ ობამას განცხადებამ სასურველი სედეგი ვერ მოიტანა. აშშ–სა და ევროპის ბირჟებზე დაღმასვლა გრძელდება. დამაიმედებელ პროგნოზს ვერავინ აკეთებს, რადგან ყველას ახსოვს, რომ 2008 წელსაც ყველაფერი აშშ–დან და ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო.

შექმნილმა სიტუაციამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია თავდაყირა დააყენა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რუსეთში, სადაც პანიკაში ჩავარდნილი ხალხი უკვე ბანკებს მიაწყდა და ოქროს ყიდულობს, რადგან ზემოთაღნიშნულმა ტენდენციებმა რუბლისა და დოლარის ვარდნა და ოქროს გაძვირება გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100