სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინელი მილიარდერი ისლანდიის ტერიტორიის შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაცია

ჩინელი მილიარდერი აპირებს ისლანდიის ტერიტორიის ნაწილის შეძენას, რათა მასზე კურორტი მოაწყოს. თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს გარიგება პეკინს აძლევს საბაბს, არქტიკის სიმდიდრეებზე პრეტენზიები განაცხადოს.

ჰუან ნუბო, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის დეპარტამენტში მუშაობდა, ისლანდიის ტერიტორიის 0,3%-ის შეძენას გეგმავს. გარიგების ღირებულება 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ისლანდია მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. თუმცა ხელისუფლება სიფრთხილით ეკიდება ჩინელი ინვესტორის წინადადებას.ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ მილიარდერის კერძო ინიციატივის უკან, შესაძლოა, ოფიციალური პეკინი იდგეს, რადგან ჩინეთს არქტიკაში შესაღწევი სხვა გზა არ აქვს.

არქტიკის სიმდიდრეებზე, სადაც ნავთობისა და გაზის დაუზვერავი მარაგების 25% შეიძლება იყოს, პრეტენზიას აცხადებენ რუსეთი, კანადა, დანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, აშშ და ისლანდია.

არქტიკისთვის ბრძოლა 2007 წლიდან, მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა არტურ ჩილინგაროვმა ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე რუსეთის დროშა აღმართა.თუკი რუსეთი დაამტკიცებს, რომ ეს ქედები რუსეთის კონტინენტური შელფის გაგრძელებაა, არქტიკაში 1,2 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობს და ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების უფლებას მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100