სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ავერსი“-ს, „პსპ“-ს და „ჯპს“-ს თავხედობა ყოველგვარ საზღვრებს გასცდა

მედიკამენტების ბიზნესი ერთ-ერთი მომგებიანია მსოფლიოში. გამონაკლისი საქართველოც ვერ იქნება, ამას მოწმობს სოკოებივით მომრავლებული სააფთიაქო ქსელები, რომლებშიც ისეთი ფასებია, შეიძლება კაცს გულიც კი გაგისკდეს.
წამლებზე მაღალი ფასები დაწესება რამ გამოიწვია, არა ერთ გზის ცდის მიუხედავად თვით ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელობამაც ვერ ახსნა.
როცა მსოფლიოში წამლებზე ფასები საგრძნობლად დავარდნა, საქართველოში, მძიმე ეკონომიკური ფონის მიუხედავად, პირიქით ხდება. ამაზე არაერთხელ დაწერილა, მაგრამ მოსახლეობამ შედეგი ვერ მიიღო.
ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე ძლიერი მოთამაშეა. შესაბამისად, კონკურენციაც ნაკლებია და წამლებზე ფასების აღმასვლაც ზუსტად ამ ფაქტორმა განაპირობა.
ბაზარზე არსებული დომინანტი კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს ერთმანეთთან შეთანხმებით აწესებენ და სიტყვა კონკურენცია და ხარისხი, მათთვის უცხოა.

დღეისთვის, საქართველოში სამოცდახუთი ფარმაცევტული წარმოებაა რეგისტრირებული, რომლებიც მედიკამენტებზე ფასებს კლების მაგივრად დღითი დღე ზრდიან.
ამ მხრივ საინტერესოა „აფბა“-ს კვლევები, რომელიც ყურადღებას საქართველოში მედიკამენტების ხარისხის, კონტროლის სისტემისა და ბოლო პერიოდში, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ გამოცხადებული, ერთდროულად 500-მდე მედიკამენტის გაიაფების პრაქტიკის რეალურ ასპექტებზე ამახვილებს.
ასოციაციის პოზიციით, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სუსტი სისტემაა.
2002 წლის 3 მაისს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების სერიული კონტროლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ქვეყანაში სავალდებულო სერიულ კონტროლს დაექვემდებარა: სუბსტანციები, ნარკოტიკული და სანარკოზე საშუალებები, ვაქცინები და შრატები, ასევე სისხლის პრეპარატები, სისხლის შემცვლელები და ხსნარები კონსერვაციისთვის. ჩამონათვალშია ასევე, ანტიბიოტიკები, საინფუზიო გადასასხმელი ხსნარები, საინექციო სამკურნალო საშუალებები, თვალის წვეთები და პედიატრიული წამლები.
ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ თვეში ცვილებები შევიდა, რომლის თანახმადაც ზემოთ ჩამოთვლილი წამლების სერიული წარმოება კონტროლს აღარ ექვემდებარება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფართო მოხმარების წამლებზე სერიული კონტროლის გაუქმების მიუხედავად, საქართველოში კანონით სავალდებულო წამლების შერჩევით კონტროლს 2008 წლის 8 იანვრამდე `წამლის სააგენტო~ ახორციელებდა. მისი გაუქმების შემდგომ კი ეს ფუნქცია დღეისათვის საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე პასუხისმგებელ ერთადერთ ორგანოს - „სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს“ დაევალება.
2005 წელს „წამლის სააგენტომ“ სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის მიზნით ოთხასსამოცდაოთხი მედიკამენტი შეისწავლა. საიდანაც არარეგისტრირებული და გაურკვეველი წარმოშობის ასორმოცდაცხრა დასახელება აღმოჩნდა.
2007 და 2008 წლებში წამლის სააგენტომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონტრაქტი ფარმაცევტულ ლაბორატორია „ჯეოლაბს“ გაუფორმა. ლაბორატორიამ 2007 წელს მედიკამენტი გამოიკვლია. გამოკვლევის შემდეგ მედიკამენტების უმეტესობა უვარგისი აღმოჩნდა. ამასთან „ჯეოლაბმა“ შეამოწმა 97 სარეგისტრაციო ნიმუში. საიდანაც 12-ის ანალიზის მეთოდები უვარგისი იყო და რისკის ჯგუფს წამოადგენდა.
2009 წლის და 2010 წლის განვლილი პერიოდის მონაცემები ჯერ-ჯერობით ხელმიუწვდომელია.
„აფბა“-ს ხელმძღვანელი, მერაბ ჯანიაშვილი: „როგორც წესი, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო“ შესასწავლ მედიკამენტთა სიას ე.წ. „რისკის ჯგუფიდან“ არჩევს, თუმცა იმ პირობებში, როცა სააგენტო მხოლოდ ერთი ლაბორატორიის მონაცემებს ეყრდნობა და არ არსებობს შედარებითი ანალიზის საშუალება, ბაზარზე მიმოქცევადი 6000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან „რისკის ჯგუფში“ მათი 1 %-ზე ნაკლების მოხვედრა, ბაზარზე არსებულ რეალურ სურათს ვერ წარმოაჩენს. სავარაუდოდ, ეს აიხსნება ლაბორატორიული შემოწმებებისათვის საჭირო დანახარჯების სიძვირით.
ამ შემთხვევაში მომხმარებელია დაზარალებული და იძულებულია ბრმად ენდოს მსხვილ ფიგურანტთა ე. წ. „კეთილსინდისიერებას“.
2010 წლის 24 მარტიდან 15 აპრილამდე ქართული რეალობისთვის საკმაოდ მოულოდნელად, მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიებმა შეთანხმებით და ერთდროულად გამოაცხადეს 500-მდე მედიკამენტის გაიაფების შესახებ.
ეს აიხსნა ფარმაცევტულ კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებებით, რამაც ფარმაცევტული ბაზრის მონაწილეთა განცხადებებით კონკურენცია გაამძაფრა, თუმცა ამ დრომდე მედიკამენტებზე ფასები კვლავ იგივე რჩება.
გააიაფებს თუ არა, ფარმაცევტული კომპანიები ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასებს ეს ჯერ არავინ იცის. ძირითადი მოთამამშეების „ავერსის“, „პსპ“-ს და „ჯპს“-ს თავხედობა ბოლო პერიოდი ყოველგვარ საზღვრებს გასცდა.
ეს ზამთრის პერიოდმა და ცნობილმა „ღორის გრიპმაც“ დაადასტურა, როცა წამლებზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. სიახლეს აღარ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ „ავერსს“ თანხების დაზოგვის მიზნით საქართველოში ძველი წამლები შემოჰქონდა და მასზე კატასტროფულად მაღალ ფასებს აწესებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100