სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზერბაიჯანის ნავთობის ფონდში 10 წელიწადში 60 მილიარდი დოლარი შევიდა

Trend.az

2001-2011 წლებში აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდში 60 მილიარდი დოლარი შევიდა. ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა შაჰმარ მოვუმოვმა განაცხადა. 2011 წელს ფონდში 500 მილიონი დოლარი იყო.

თანხები ინვესტირებულ იქნა ისეთ მსხვილმასშტაბიან პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, ასევე დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა.ფონდის თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის, ასევე მნიშვნელოვანი საერთო ეროვნული პრობლემების მოგვარების მიზნით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100