სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთმა გაზის მიწოდების შესახებ რუსეთთან დადებული შეთანხმება გააუქმა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ გაზის მიწოდების შესახებ რუსეთტან არსებული შეთანხმება თურქული მხარის მიერ ანულირებულია. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთმა ტარიფების დაწევაზე უარი განაცხადა.

ადრე მინისტრი აცხადებდა, რომ თუ შეთანხმების პირობები არ დააკმაყოფილებდა, თურქული მხარე გააუქმებდა შეთანხმებას.

მინისტრის თქმით, გასული 29 თვის განმავლობაში რუსული გაზი 39%-ით გაძვირდა და თურქული მხარე „იძულებული გახდა, ეს აღეკვეთა“.

„ჩვენ გადავხედავთ უკვე ვადაგასულ კონტრაქტებს და თუ არსებითი გაიაფება არ იქნება, უარს ვიტყვით მათი ვადის გაგრძლებაზე“, - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის თურქეთი გაზის რიგით მეორე მსხვილი იმპორტიორია. თავდაპირველად რუსული ბუნებრივი გაზის თურქეთისთვის მიწოდების შესახებ შეთანხმება 1986 წელს შედგა, ე.წ. დასავლეთის მარშრუტით: უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით. საერთო ჯამში, მიწოდებული გაზის რაოდენობა 6 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ამ შეთანხმების ვადა დეკემბერში იწურება.

ცოტა ხნის წინ კი „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მისი თურქული პარტნიორისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. რუსული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სწორედ თურქული კომპანია Botas არის კონტრაქტორი, ვისთანაც „გაზპრომი“ ამ საკითხზე მოლაპარაკებას გამართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100