სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაში გასართობი კომპლექსი ,,არგო“ აშენდება

რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

აჭარაში, ანურიას მთაზე ახალი გასართობი კომპლექსი ,,არგო“ აშენდება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ კომპლექსს გემის ფორმა ექნება. მისი განმარტებით, ობიექტს გემის სახე არგონავტების მითიდან გამომდინარე სპეციალურად მისცეს. დირექტორის ინფორმაციით, გასართობი კომპლექსი 5 სართულზე განთავსდება.

პირველი ოთხი სართული იალქანზე იქნება, ხოლო ერთი გემბანზე. ასევე იგეგმება საბაგიროს მშენებლობაც, რომლითაც კომპლექსი ბათუმს დაუკავშირდება. ამ ეტაპზე კომპანიის მენეჯმენტი პროექტის საინვესტიციო ღირებულების დასახელებისაგან თავს იკავებს. ასევე უცნობია დასრულების ვადები. გასართობი კომპლექსი „არგო“ ქართველ და უცხოელ ტურისტებზე იქნება გათვლილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100