სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერა ქობალია: ტრამპი ინვესტირებას ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებში დიდი ანალიზის შემდეგ ახორციელებს

ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ტრამპის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია მსოფლიო ყველა ინვესტორისთვის.

როგორც ჟურნალისტებს ვერა ქაობალიამ განუცხადა, დონალდ ტრამპი ამერიკელი ბიზნესმენია და ის ინვესტირებას ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებში დიდი ანალიზის შემდეგ ახორციელებს.

"ტრამპის ჩამოსვლა დღეს მწვანე შუქია ყველა ინვესტორისთვის. საქართველო გახსნილია მთელი მსოფლიოსთვის. "ტრამპ თაუერის" მშენებლობა კი ხელს შეუწყობს არამხოლოდ აჭარის განვითარებას, არამედ ინვესტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის განვითარებას. დონალდ ტრამპი არის ამერიკელი ინვესტორი, ის ცნობადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამერიკის გარეთ ის დიდი ანალიზის შედეგად ახორციელებს ინვესტიციებს". - აცხადებს ვერა ქობალია.

ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, მანამდე კი თბილისის ქუჩებს ქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად დაათვალიერებს.

დონალდ ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქროუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასული წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ბათუმსა და თბილისში Trump tower-ები უნდა აშენდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100