სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Apple Facebook-ს სმარტფონის შექმნაში დაეხმარება

მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელი, Facebook მიმდინარე წლის ბოლოსთვის საკუთარ სმარტფონს გამოუშვებს. აღნიშნული ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა.

სოციალურმა ქსელმა უკვე დაიქირავა ამერიკული კომპანია Apple-ის ხუთი თანამშრომელი, რომლებიც iPhon-ისა და iPad-ის შექმნაზე მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს Facebook-ისთვის სმარტფონის გამოშვების მესამე მცდელობაა.

2010 წლის დასაწყისში მსოფლიო მედია იუწყებოდა, რომ სოციალურმა ქსელმა საკუთარ სმარტფონზე მუშაობა დაიწყო. თუმცა, პროექტი დაწყებისთანავე დაიხურა. შემდეგ, პროექტის აღდგენა 2011 წელს სცადეს, მაგრამ მასაც წინამორბედის ბედი ეწია.

მესამე მცდელობა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია და სერიოზულად მიმდინარეობს მასზე მუშაობა. Apple აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებელს იმედს ნამდვილად არ გაუცრუებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100