სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს მთავრობის გაბედული გეგმები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია კიდევ ერთი ნოვატორული იდეით გამოვიდა და განაცხადა, რომ ოთხ წელიწადში სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მთელი სატრანსპორტო პარკის ელექტრო, ან ჰიბრიდული ტრანსპორტით შეცვლას გეგმავს.
ფდგდფგდფგდფ
ქობალიას აზრით, საქართველომ, რომელსაც კავკასიის კაშხლებიდან დიდი რაოდენობით აქვს იაფი ჰიდროელექტროენერგია, შეიძლება ისე იმოქმედოს, როგორც ელექტრომანქანების გლობალურმა ლაბორატორიამ.
ფდგდფგდ
"ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ იმუშავებს საქართველოში ეს პროგრამა მცირე მასშტაბებში და იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებიც ამას აიტაცებენ".
ფდგდფგდ
მინისტრის თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა მათ შორის, ვინც მსგავს ვალდებულებას იღებს. როგორც ირკვევა, საქართველო რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის "General Motors"–თან მოლაპარაკებებს აწარმოებს დაახლოებით 4 000 მანქანის შესყიდვაზე.
ფდგდფგდ
საბარგო და უფრო დიდი მანქანები, მათ შორის ისინი, რომლებიც პრეზიდენტის კორტეჟს შეადგენენ, გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან დღეს ხელმისაწვდომი ელექტრომანქანები არაადეკვატური სიმძლავრის და არასაკმარისად დაცული არიან.
ფდგდფგდ
ამასთან ერთად, მწარმოებლებს შესყიდვების გარდა, სთხოვენ მომსახურე და დასამუხტი სადგურების აშენებასაც, რათა რიგით ქართველებს ელექტრომანქანებზე გადასვლა გაუადვილონ.
ფდგდფგდ
"General Motors"-მა, რომლის უდიდეს ნაწილს ისევ შეერთებული შტატების მთავრობა ფლობს, დაადასტურა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ თავის განცხადებაში ივარაუდა, რომ მისი Chevy Volts-ის საწყისი პროდუქცია საქართველოზე ფოკუსირებული არ იყო.
ფდგდფგდ
მინისტრის ინიციატივებმა არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია აჟიოტაჟი. აღნიშნულ იდეას გამოეხმაურა "The New york times"-ის ჟურნალისტი ენდრიუ კრამერი და მას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც ის საქართველოს მთავრობის გაბედულ გეგმებზე საუბრობს.
ფდგდფგდ
"ბოლო წლებში თბილისში შემდეგი გაბედული გეგმები გაჩნდა: პირველი - ისეთ ქალაქად გადაქცევა, რომელშიც ყველგან უფასო WiFi-ია (არ განხორციელდა). ყველა სასკოლო რუსულენოვანი წიგნის ინგლისურენოვანი ეკვივალენტებით შეცვლა (ძალისხმევა ამ მიმართულებით დაწყებულია). საბჭოთა არქიტექტურის მასიური მემკვიდრეობის განადგურება (წარმატებას ვუსურვებთ)" – წერს კრამერი. დფგდ
მისი თქმით, მოსკოვი ვერასოდეს იტყვის, რომ საქართველოს მთავრობა მცირე მასშტაბებით აზროვნებს. ჟურნალისტი იწონებს საქართველოს პრეზიდენტის და ასევე მისი მთავრობის წევრების მიდრეკილებას თამამი ინიციატივებისადმი.
ფდგდფგდ
გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ, საქართველომ საგარეო დახმარების სახით, 4.55 მილიარდის მიღების პირობა მიიღო, იმ ერთმა მილიარდმა კი, რომელიც მან შეერთებული შტატებიდან უნდა მიიღოს, ისრაელის, ეგვიპტისა და ერაყის შემდეგ, ამერიკული დახმარების ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეციპიენტად აქცია.
ფდგდფგდ
ენდრიუ კრამერმა ის ციფრებიც გამოთვალა, თუ რა დაუჯდება საქართველოს მსგავსი გაბედული ინიციატივები.
შეერთებულ შტატებში მოქმედი საცალო ფასების საფუძველზე, რომელშიც არ შედის ამერიკის ფედერალური საშემოსავლო გადასახადის შეღავათები, 4 000 Chevy Volt სედანი საქართველოს 164 მილიონი დაუჯდება, მაშინ როდესაც Nissan Leaf-ისა და Toyota Priuse-ს იგივე რაოდენობა 128 და 88 მილიონი ეღირებოდა.
ფდგდფგდ
რაც შეეხება "General Motors", როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100