სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოკარმა შეიძინა საქართველოს ტერიოტრიაზე შპს “ნავთობისა და გაზის კომპანია იტერა”-ს კუთვნილი გაზგამანაწილებელი აქტივები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის შვილობილმა კომპანიამ Alphard (Gas) Holding BV დაასრულა გარიგება, რომლის შედეგადაც შეიძინა საქართველოს ტერიოტრიაზე შპს “ნავთობისა და გაზის კომპანია “იტერა”-ს კუთვნილი გაზგამანაწილებელი აქტივები.

აღნიშნული აქტივები მოიცავს 10 გაზგამანაწილებელ კომპანიას: სს “ქუთაისიგაზი”, სს “რუსთავიგაზი”, სს “გორიგაზი”, სს “კასპიგაზი”, სს “ბოლნისიგაზი”, სს “თეთრიწყაროგაზი”, სს “ბორჯომიგაზი”, სს “თერჯოლაგაზი”, სს “სამტრედიაგაზი”, სს “ვანიგაზი’.

Alphard (Gas) Holding BV გეგმავს, გააუმჯობესოს მოსახლეობისათვის მიწოდებული მომსახურეობა, უზრუნველყოს გაზის უწყვეტი მიწოდება არსებული აბონენტებისათვის და შექმნას შესაბამისის პირობები გაზის ქსელში ახალი აბონენტების ჩასართავად შეძენილი გაზგამანაწილებელი კომპანიების მოქმედების არეალში.

კომპანია “Itera Georgia” Ltd გენერალურ დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე ხეთაგური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100