მერაბიშვილი ხადურთად დებატებისთვის მზადაა

ვანო მერაბიშვილი მზად არის ფინანსთა მინისტრთან ტელედებატებში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული განცხადება მან საკუთარი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გააკეთა.

„სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ტელედებატებში ფინანსთა მინისტრთან, ჩემს მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერებულ საკითხებთან (საბიუჯეტო კრიზისი) და სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით“ - წერს მერაბიშვილი.

შეგახსენებთ რომ მერაბიშვილმა დღეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.

კომენტარი