სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბურთალოზე ბინა გაქურდეს

საბურთალოზე საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ბოჭორიშვილის #37-ში, პირველ სართულზე მძარცველები, სავარაუდოდ, აივნიდან შევიდნენ.

ოჯახის წევრებმა ძარცვის შესახებ სახლში დაბრუნების შემდეგ შეიტყვეს. ისინი ორი დღე თბილისში არ იმყოფებოდნენ და მხოლოდ გუშინ საღამოს დაბრუნდნენ. მათ აივნის კარი გატეხილი დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა ბინიდან ტექნიკა და ოქროულობა წაიღეს. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე კრიმინალისტები მუშაობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100