სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიღნაღში ნაცმოძრაობის მხარდამჭერს თავს 7 ადამიანი დაესხა

ინციდენტი კახეთში - სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში 36 წლის მამუკა აბულაშვილს თავს 7 ადამიანი დაესხა. როგორც დაზარალებული ყვება, მისთვის უცნობი პირები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროისთვის დაზარალებული სხეულის დაზიანებებით წნორის "არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული.

აბულაშვილის თქმით, მისი ცემა პოლიტიკური მოტივით მოხდა რადგან ის წინასაარჩევნო პერიოდში უმცირესობის წევრ ლევან ბეჟაშვილთან მძღოლად მუშაობდა. ამასვე ადასტურებს თავად ლევან ბეჟაშვილი. ფაქტთან დაკავშირებით 2 ადამიანი უკვე დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100