სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორბაჩოვმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა

„ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემი ცხოვრება“ ("Всему свое время. Моя жизнь") - ახლადგამოსული წიგნი ამ სახელწოდებით საბჭოთა ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს ეკუთვნის. რუსი პოლიტიკოსის ავტობიოგრაფიული რომანის პრეზენტაცია გერმანიის დედაქალაქში გაიმართა.

უცხოური მედიის ცნობით, წიგნი გორბაჩოვის ბავშვობისა დ ახალგაზრდობის წლების აღწერით იწყება, მასში პოლიტიკაც ბევრია, თუმცა 550 გვერდიანი რომანის მთავარი ხაზი მაინც გორბაჩოვისა და მისი მეუღლის რაისა მაკსიმოვას სიყვარულის ისტორიას გასდევს. „ჩემი პირველი სიყვარული ჩემი ცოლია, პოლიტიკა კი მხოლოდ მეორე“-აცხადეს გორბაჩოვი.

პრეზენტაციაზე გორბაჩოვმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ცოლის სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რადგან მისი კარიერა დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული, ქალბატონი რაისა კი მეუღლის ხვედრს იზიარებდა, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია და 1999 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა.

გორბაჩოვის ავრობიუგრაფიული რომანი გერმანულმა გამოცემამ „Hoffmann und Campe Verlag“ გამოსცა. წიგნი გაყიდვაში 2013 წლის 14 მარტს გამოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100