სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შევურჩიოთ შვილს სპორტის სახეობა სწორად?

იმისათვის, რომ შვილს სწორად შევურჩიოთ სპორტის სახეობა, საჭიროა გავარკვიოთ თუ ბავშვთა რომელ ტიპს მიეკუთვნება იგი. ეს სტატია დაგეხმარებათ თქვენი შვილის ბუნების გაშიფვრასა და მისთვის შესაფერისი სპორტის სახეობის შერჩევაში.

ქოლერიკი-მათ ხშირად ეცვლებათ ხასიათი, ემოციურები არიან, საკმაოდ სწრაფები და ამის გამო დეტალებს ყურადღებას არ აქცევენ. გასათვალისწინებელია ერთი რამ, ქოლერიკები მძიმედ განიცდიან წაგება-დამარცხებას. მათთვის ისეთი სპორტული სახეობა უნდა შეარჩიოთ, სადაც გუნდური თამაშია, ანუ წაგება და მოგება ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული. ქოლერიკებისათვის მიზანშეწონილია ფეხბურთი, კალათბურთი, წყალბურთი.

სანგვინიკი-ემოციური და მოძრავი ბავშვია. გამოირჩევა აზრატითა დამიზანსწრაფვით, სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ ის საუკეთესოა. სანგვინიკისათვის მიზანშეწონილია რაგბი, კრივი, ცურვა, თხილამურები.

ფლეგმატიკი-პასიური და ნელია, უყვარს ფიქრი, მშვიდი ხასიატისაა და სიდინჯით გამოირჩევა. ამ ტიპის ბავშვებისათვის რეკომენდებულია სპორტის ინდივიდუალრი სახეობები: ცურვა, სიმარლეზე ხტომა, მხატვრული და სპორტული ტანვარჯიში.

მელანქოლიკი-საოცრად მგრძნობიარე და ემოციური ბუნების ბავშვები არიან. ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, უჭირთ კონფლიქტურ სიტუაციებთან დამოუკიდებლად გამკლავება, ძალიან განიცდიან მცირე წარუმატებლობასაც კი. არ გამოირჩევიან აქტიურობით და ემოციურები არიან. მელანქოლიკებისათვის რეკომენდებულია ცხენოსნობა, სირბილი, ცურვა, ველოსპორტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100