სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 წლის მამაკაცმა უმუშევრობის გამო თავი დაიწვა

ტუნისის ცენტრში 27 წლის ადელ კედრიმ თავი დაიწვა. სუიციდის მიზეზი ახალგაზრდამ თავი უმუშევრობის გამო მოიკლა.

როგორც ცნობილია, ადელ კედრმა თვიმკვლელობის წინ ერთადერთი სიტყვა ‘’უმუშევრობა’’ დაიყვირა. ექიმებმა უახლოს საავადმყოფოში გადაიყვანეს ახალგაზრდა თუმცა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. უკვე ვარაუდობენ, რომ ამ ტრაგიკულმა ფაქტმა შესაძლოა მმართველობის წინააღმდეგ ოპოზიციის პროტესტი კიდევ უფრო გააღვივოს.

მომხდარი გვახსენებს ორი წლის წინ ფაქტს ბოსტნეულის გამყიდველის თვიმკვლელობას მუნიციპალიტეტის წინ რომელმაც ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა, ამ ფაქტს მოჰყვა ე.წ. ‘’არაბული გაზაფხული’’ რომელმაც შეუქცევადი შედეგები მოუტანა მთელს ახლო აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ აფრიკას.

ტუნისის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ჯერ კიდევ გადაუჭრელია და მოქალაქეების აღშფოთება სულ უფრო ძლიერდება. პოლიტიკოსები კი ავტოკრატიული კანონის შეცვლას და ახალი კონსტიტუციის მიღებას არ ჩქარობენ.

ტუნისის ახლად არჩეული პრემიერ მინისტრი ალი ლარაედი აცხადებს რომ უმუშევრობასთან ბრძოლა და უსაფრთხოება იქნება ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტები. ტუნისის მოსახლეობის 17% უმუშევარია და მათ უმეტესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100