კობი-გუდაურის გზაზე კლდე ჩამოიშალა

საქართველო-რუსეთის საზღვარზე კლდის ჩამოშლის შედეგად მოძრაობა გვიან ღამემდე იყო პარალიზებული.

როგორც მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული ხათუნა ოჩიაური აცხადებს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კლდე უამინდობის გამო კობი-გუდაურის გზაზე ჩამოიშალა. მისივე თქმით, მოძრაობა ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ.

კომენტარი