სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთი საგანგაშო სტატისტიკა

სტატისტიკური მონაცემების თანახმად ცოლ-ქმრის ჩხუბის მიზეზი ხშირად ხდება ხვრინვა.

სპეციალური კვლევების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ წყვილების 41% ამ მიზეზით თითქმის ყოველ ღამე ჩხუბობს. მათი 28% „მხვრინავი“ მეწყვილის გამო ცალ-ცალკე ოთახებში ძილს ირჩევს, უმეტესი ნაწილი კი პრობლემის მოგვარებას არც კი ცდილობს. არადა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ხვრინვა ოჯახების დანგრევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი გახლავთ.

ხვრინვის, როგორც პრობლემისა და ამ პრობლემის შედეგების შესწავლის შემდეგ ფსიქოლოგები წყვილებს ურჩევენ აღნიშნულ პრობლემას სერიოზულად მიუდგნენ და მედიცინის დახმარებით მოაგვარონ, რაც მათ ოჯახს დანგრევისგან იხსნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100