სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში შვილის მიერ ნაცემი დედა საავადმყოფოში მოათავსეს

ოჯახური ძალადობა გურჯაანის რაიონში - სოფელ ველისციხეში შვილმა დედა სცემა. დაზარალებული საშა შანყულაშვილი ბარძაყის არეში მოტეხილობით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დაზარალებულის მეზობლები ამბობენ, რომ ეს ამ ოჯახში კონფლიქტის პირველი შემთხვევა არ არის და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შვილი დედას გამუდმებით სცემს.

მოძალადე ამ დროისთვის დაკავებული არ არის, თუმცა გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100