სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სასულიერო პირები ცემა-ტყეპაში ბავშვების ჩართვასაც არ ერიდებიან“

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, თბილისში, რაც ხდება ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინება.

როგორც ჟურნალისტებს თაქთაქიშვილმა განუცხადა, რაც ხდება იმის ყურება ძალიან მძიმეა.
"მძიმეა იმის ყურება, როდესაც, ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები. ისინი არ ერიდებიან ცემა-ტყეპაში და სისასტიკეში ბავშვების ჩართვას. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოში ყოველდღე ვადევნებთ თვალს. პოლიტიკის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა ლინჩის წესით გასამართლება, ცხვირ-პირის გართიანება, ცემა-ტყეპა დ გატყავება. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები თვითონ წაახალისებენ ძალადობას, სწორედ ეს არის იმის გამოხატულება და იმის მიზეზიც, რომ ქვეყანაში დაისადგურა სიბნელემ. ამას ჭირდება პასუხი და სახელმწიფო, რომელიც პასუხს გასცემს აგრესიას, მაგრამ მაშინ როდესაც, დღემდე არ არიან დასჯილნი სისატიკეში ბრალდებული პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და პირიქით, მათ ქება-დიდებით მოიხსენიებენ. სამწუხაროა, რომ სწორედ ამას ასეთ სავავალო და ტრაგიკულ შედეგამდე მივყავართ", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100