სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილის სახლიდან დიდი რაოდენობით ვალუტის ამოღება არ დასტურდება

ამ დროისთვის თბილისში ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა გრძელდება. სახლის ირგვლივ მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები, სახლთან ახლოს არავის უშვებენ.

ვანო მერაბიშვილის სახლიდან ჯერჯერობით არ გამოსულან სამართალდამცველები და სხვა პირები, რომლებიც იქ იმყოფებიან.
ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საცხოვრებელი სახლიდან ასობით ათასი ევროა ამოღებული, ამ დროისთვის არ დასტურდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100