ხალხის აზრი: უნდა დაისაჯონ თუ არა მამაოები 17 მაისის მოვლენებისთვის?

17 მაისის ლგბტ აქციაზე მამაოების ძალადობა არამხოლოდ საქართველოში არამედ საზღვარგარეთაც გახმაურებული ფაქტი გახლავთ. რამდენიმე დღის წინ 2 სამღვდელო პირს ბრალიც კი წარუდგინეს. სწორედ ამიტომ, droni.ge -მ სცადა გაერკვია რას ფიქრობს ხალხი მამაოების გასამართლებასა და დასჯასთან დაკავშირებით. საზოგადოების აზრის გაგების მიზნით რიგით მოქალაქეებს მივმართეთ კითხვით: უნდა დაისაჯონ თუ არა მამაოები აგრესიის გამოვლინებისთვის?

ნანა (დიასახლისი. 40 წლის): რათქმაუნდა არ უნდა დაისაჯონ.

მანანა (პედაგოგი. 60 წლის): არ უნდა დაისაჯონ, რადგან ჩემი აზრით მამაოები მდგომარეობიდან გამოიყვანეს და აიძულეს გაეკეთებინათ ის რაც გააკეთეს.

ეკა (18წლის ჯურნალისტი): კანონისწინაშე ყველა თანასწორია ამიტომ ვინც დააშავა ყველა უნდა დაისაჯოს

ხათუნა (38წლის დიასახლისი) მღვდლებს არ უნდა ეძალადათ, მღვდლები დასასჯელები არიან აბა როგორ შეიძლება ხალხზე რო ძალადობ, ეკლესია რომ ძალადობს

თეო (19წლის სტუდენტი): ჩემი აზრით მღვდლების დასჯა გამოიხატება განკვეთით ეკლესიიდან და ჩემი აზრით საპატრიაქოს საქმეა ვიდრე სამართლდამცველების


თამარი (55წლის, ლექტორი) - ჩემი აზრით უნდა დაისაჯონ

მარინა (35 წლის იურისტი) -მამაოს გააჩნია, არის ჭეშმაიტი სარწმუნოება და არის ცრუ მგდვლები რომელიც არასწორად მართავენ ეკლესიას და სარწმუნოებას

აკო (20 წლის სტუდენტი) -მამაოები ყველა არ ძალადობდა ეგ უნდა ითქვას და ვინც უწმაწურ სიტყვებს ისმოდა სამართლის მიერ არ უნდა იყოს დასჯილი ეს უნდა იყოს ეკლესიიდან გადაწყვეტილი, არ უნდა დაისაჯოს სასამართლოს მიერ როგორც სხვა ადამიანები ისჯებიან ეს უნდა იყოს ეკლესიდან. ისეთი არაფერი გაუკეთებიათ ეს იყო პროპაგანდა

ყვავილებით მოვაჭრე 50 წლის ქალბატონი: არაფერიც არ უნდა დაისაჯონ

54 წლის ბუღალტერი ქალბატონი: არა არ უნდა დაისაჯონ რადგან ცუდი არაფერი გაუკეთებიათ .

19 წლის სტუდენტი გოგონა: არა არ უნდა დაისაჯონ მგდვლები არიან ეკლესიის წინამდზგვრები.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სამების ტაძრის არქიმანდრიტ მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენ მამა იოთამ ბასილაიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი 23 მაისს წაუყენა. მათი სასამართლო პროცესი კი 15 ივლისსაა დანიშნული.

კომენტარი