სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის დაიწყება კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა?

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი დაზარალდა. სტიქიამ, ასობით ოჯახს სათბურები გაუნადგურა.

ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, თუ გლეხებს ხელისუფლება არ დაეხმარა, ისინი ბანკებიდან აღებული კრედიტის დაფარვას ვერ მოახერხებენ.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გარდა, ქარმა ლაგოდეხის რაიონში რამდენიმე ათეულ სახლს სახურავი გადახადა, მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც, ლაგოდეხსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როდის დაიწყება სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა ლაგოდეხის რაიონში, ჯერჯერობით უცნობია. ლაგოდეხთან ერთად, ქარიშხლის შედეგად, ასევე დაზარალდა სიღნაღის რაიონის სოფელი ერისიმედიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100