სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ უთვალთვალებდა და რას მიხვდა ნანა კაკაბაძე?

"ბოლოს მივხვდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გვითვალთვალებდა და ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლებისგან მოდიოდა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ "ალია"-სთან საუბრისას.

კაკაბაძის თქმით, მის ოფისთან მუდმივად შეიმჩნეოდა მანქანა, რომლითაც მასზე თვალთვალი ხორციელდებოდა.

კაკაბაძე პრემიერის გარემოცის მიმართაც უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მისი ორგანიზაციის შესახებ ,,კარგი ინფორმაციები არ მიაქვთ":

"მე არ ვიცი ბიძინა ივანიშვილთან ვის როგორი ინფორმაციები მიაქვს და ვის რა პოლიტიკური ინტერესი აქვს დღევანდელ ხელისუფლებაში. კარგი ინფორმაციები რომ არ მიაქვთ ჩვენზე, ეს ფაქტია. სწორედ ამ ცრუ ინფორმაციების შედეგი იყო პრემიერის ის არასწორი განცხადება, რომელმაც არა მხოლოდ ჩემი, ყველა დაზარალებული ადამიანის გულისტკივილი გამოიწვია. მან თქვა მე არ მომეწონა ეს შეხვედრაო, მაგრამ რას ჰქვია, არ მოეწონა? იქ იყვნენ შეკრებილი წინა რეჟიმის მიერ ღირსებააყრილი, ქონებაჩამორთმეული ადამიანები, უკანონოდ დაპატიმრებულები და მათი შეკრების, ან სამართლიანობის აღდგენის არმოწონება არის აუხსნელი რამ, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ აქ მომსვლელი ხალხისთვის", - დასძენს კაკაბაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100