ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების მოყვარული მილიარდერების ხუთეულშია

ავსტრალიური ონლაინ გამოცემა Business Insider- მსოფლიოში იმ 10 მილიარდერის რეიტინგს აქვეყნებს, რომელთაც ყველაზე მეტი ფული აქვთ გადახდილი ხელოვნების ნიმუშებში.

რეიტინგში მეოთხე ადგილზე მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების მფლობელია.

როგორც Business Insider-ი აღნიშნავს, საერთო ჯამში, ხელოვნების ნიმუშებში გადახდილი თანხა ივანიშვილის ქონების 15,6%-ს შეადგენს.

"2006 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია, 95 მილიონი დოლარი გადაიხადა პაბლო პიკასოს ფერწერულ ტილოში "დორა მაარი კატასთან ერთად", - წერს ავსტრალიური გამოცემა და დასძენს, რომ იმ დროისთვის აუქციონების ისტორიაში ხელოვნების ნიმუშში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იყო

კომენტარი