სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის სიძულვილი, რომელიც პუტინს საქართველოს მიმართ გააჩნია, უკურნებელია"

რუსეთის ოპოზიციის და მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერი ბორის ნემცოვი რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს აფასებს, როგორც რუსი ოპოზიციონერი აცხადებს, პუტინი საქართველოს მტრად მიიჩნევს და არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა არჩევნებში. ნემცოვი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც რუსეთი თავს დააღწევს პუტინის მმართველობას.
"პუტინის რუსეთსა და საქართველოს, ძალიან ცუდი ურთიერთობები აქვთ, იმის მიუხედავად თუ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში, სააკაშვილმა თუ ივანიშვილმა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვშიშობ ის სიძულვილი, რომელიც პუტინს ძმური ხალხის მიმართ გააჩნია უკურნებელია, საქმე ეკლიანი მავრთულები ან საზღვრები კი არაა, არამედ საქმე ისაა, რომ ის მთლიანად საქართველოს მიიჩნევს მტრად. ამიტომაც სჩადის მსგავს ქმედებებს. ეს ძალიან ცუდია და რაც მალე დავაღწევთ პუტინს თავს, მით მალე გაუმჯობესდება რუსეთ საქართველოს ურთიერთობები."- განაცხადა ბორის ნემცოვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100