სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ილიას უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვით გადმოინაცლეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სტუდენტები ამ აქციით "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას. მოგვიანებით სტუდენტები მშვიდობიანი აქციის გამართვას განათლების სამინისტროსთანაც გეგმავენ.

განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სტუდენტების მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა რომ აქციები, ეს დემოკრატიის ნაწილია.

"სასურველი იქნებოდა ყველას უფრო სიღრმისეულად ჩაეხედა იმ ცვლილებებში, რომელსაც ითვალისწინებს კანონპროექტი, თუმცა თავისთავად აზრის გამოხატვა კარგია, რადგან ეს დემოკრატიის ნაწილია", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100