სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთი, პატარა და საოცარი ისტორია 90-იანი წლების თბილისიდან

ერთი თბილისელის ნაამბობი:

სამწუხაროდ, ძალიან მძიმე პერიოდი დაემთხვა ჩვენს გადასვლას დადიანის ქუჩაზე... უკიდურესად, რომ გვიჭირდა და რანდენიმე დღე სინათლე არ მოდიოდა (მე-9 ბლოკიდან), რომელიმე მეზობელს სკამი გამოჰქონდა, ეზოში კოცონს ვანთებდით და ჩაიდნებს ასე ვადუღებდით... ბავშვი ვისაც ყავდა პატარა, სამშენებლო "კასკები" მოვიმარაგეთ...სანთლის შუქზე რომ ვბანდით დაკავებული გვქონდა ხელები, სანთელი თავზე რომ არ ჩამოღვენთილიყო ამიტომ ეს კასკები გვეხურა...

ჩვენ მეორე სართულზე ვცხოვრობდით...მესამე სართულზე კი ქალბატონი დარეჯანი, ომის ვეტერანი... განგრენა ჰქონდა ფეხზე და ტერფი ნაწილობრივ მოკვეთეს... სიარული საშინლად უჭირდა... როგორც ვეტერანს, ეკუთვნოდა ჰუმანიტარული დახმარება რაღაცა ფონდიდან და კვირაში ერთხელ მოჰქონდათ შაქარი, კვერცხი, ბრინჯი და რატომღაც საბავშვო კვება...

ერთხელ ჯემალი აივანზე იყო გამოსული და სიგარეტს ეწეოდა, დარეჯანიც ეწეოდა ზევით, გაიცნეს ერთმანეთი... მთელი საღამოები ასე ურთიერთობდნენ და იხსენებდნენ თბილისურ ამბებს...

ერთხელ დარეჯანმა სახლში მიიპატიჟა და გამოატანა ნინკასთვის საჭმელი...
მეორეჯერ რომ მიიპატიჟა, მამა აღარ ავიდა... შერცხვა... არც მესამეჯერ ავიდა...
დარეჯანი მიხვდა ყველაფერს და მტკივანი ფეხით თვითონ ჩამოუტანა თავისი "პაიოკი"...
ჯემალიმ უთხრა :"ქალბატონო დარეჯან, კაცი ვარ მეო და ვეღარ მივიღებ თქვენგან დახმარებასო"

და იცით, რა უპასუხა დარეჯანმა?! ... "მე თქვენს გარდა არავინ არ მყავს... ნუ წამართმევ ამ ბედნიერებას...კაცი რომ ხარ, ამიტომ უნდა გამიგო... ბავშვი გყავს და მისთვის მომაქვსო, თორემ შენ სიგარეტის გარდა არაფეს არ ჭამო"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100