გამოკითხვა: რა მოსწონთ ქართველ ქალებს კაცში?

Droni.ge-ს რუბრიკაში ხალხის აზრი, დღეს შემოგთავაზებთ ქართველი ქალბატონების პასუხებს კითხვაზე: „რა მოგწოთ მამაკაცში ყველაზე მეტად?“

თამო (21წლის სტუდენტი) - მე მომწონს ყურადგება და სპორტული აღნაგობა

ხატია (30წლის დიასახლისი)- რასაც მამაკაცი ქვია და არა მხოლოდ სიტყვა მამაკაცი, საერთოდ მამაკაცი მზარავს.

ირმა (27წლის იურისტი) - მე მომწონს გულწრფელობა და პატიოსნება

მარი (19წლის სტუდენტი) - მომწონს ყურადგება

მარი (23 წლის, ეკონომისტი) - ძალიან მინდა, რომ მამაკაცებში სულიერ სამყაროს, გონებას, კარგ ხასიათსა და ქცევებს ვაფასებდე, მაგრამ რა ვქნა თუ სიმპატიურია მანდ მეკეტება ჭკუა და სულ იდიოტი ბიჭები მომწონს. უზომოდ სიმპატიურები, მაგრამ დანარჩენად არადამაკმაყოფილებლები.

ჟენი (59 წლის. კონსერვატორიის თანამშრომელი) - მომწონს ზრდილობა, პატიოსნება და კეთილი გული. ლამაზი მამაკაცი ამ თვისების გარეშე არ ივარგებს და ყველაზე მთავარი, თვალები რომელიც ყველაფრის მთქმელია.

მარიკა (17წლის) - რავი უფრო ლაპარაკით, მაგრამ დაჯღანულმა ბიჭმა რაც არ უნდა ილაპარაკოს არ მომეწონება. უნდა იყოს ლამაზი.

მარიამი (18 წლის, სტუდენტი) - იქიდან დავიწყებ, რომ გოგოები იძახიან, რომ გარეგნობას ყურადგებას არ ვაქცევთო, მაგრამ პირველი ადამიანს, რომ შეხედავ გარეგნობით აფასებ ადამიანს და მერე სხვა დანარჩენი. ცოტა მაინც თუ არ მოგეწონა გარეგნულად, ისე შეუძლებელია.

თაკო (25 წლის, იურისტი) - გამხდარი ბიჭები მომწონდა ყოველთვის, ჩემი ქმარიც გაჩხიკულია, მე მასზე ბევრად პუტკუნა ვარ და ესეთიც მოვწონვარ, მაგრამ, თვითონ რომ გასუქდეს გავშორდები.

ლიკა (25 წლის) - ეხლა არ მინდა ვინმეს აღვირახსნილი ქალი ვეგონო, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ თუ ქალს მამაკაცისადმი ვნება გაუჩნდა, მერე უკვე ამ კაცის ყველაფერი მოსწონს.

აზა (44 წლის დიასახლისი) - მამაკაცში ზრდილობა მომწონს ყველაზე მეტად და ქალის მიმართ კარგი მოქცევა.

ნინო (22 წლის სტილისტი) - მომწონს თავდაჯერებულობა პატიოსნება, სიყვარულის გამოხატვა მიზანდასახულობა და ღვთისმოშიშეობა.

ციცი (26 წლის) - პუტკუნა ბიჭები მომწონს, ძაან მსუქნები და ბენდუქიძისნაირები კი არა, პუტკუნები რა. რაღაცნაირი კეთილი და ნაზები არიან პუტკუნა ბიჭები. ხო და კიდევ გულჩვილებიც.

ნინო (42 წლის) - ალბათ პირველ რიგში წინ დავაყენებ ზრდილობას.

დალი (33 წლის ექიმი) - უნდა იყოს სიმპატიური, სერიოზული და თანამდებობის პირი, აი ასეთი მომწონს.

თაკო (28 წლის პროგრამისტი) - კაცებში მეტად მომწონს პიროვნება, ხასიათით როგორია, თორემ მხოლოდ გარეგნობის გამო შეიძლება არ გამიჩნდეს კარგი დამოკიდებულება. უნდა იყოს ძალიან ყურადგებიანი და ერთგული, რაც ძალიან იშვიათობაა.

ანა (24 წლის მუსიკოსი) - ალბათ სიძლიერე, ჩვენ სუსტი სქესი ვართ და დასაყრდნობი გვჭირდება. გარდა ამისა უნდა იყოს ერთგული უნდა აფასებდეს გვერდზე მდგომს და ერთგულება უნდა იცოდეს

სალომე (22 წლის, სტუდენტი) - მე თუ მკითხავთ ჭკვიანი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ცანცარა. სიმპატიურიც უნდა იყოს, გარეგნობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მარა ჩემთვის პირადად მაინც ჭკვიანი უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონთა დიდმა ნაწილმა ჩვენს შეკითხვას უპასუხა ფრაზით: „მამაკაცების ატანა არ მაქვს“. როგორც ჩანს ქართველმა კაცებმა, ქალბატონების დიდი ნაწილი განარისხა ან უბრალოდ იმედი გაუცრუა.

კომენტარი