სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის კომენტარი დღეს სასამართლოს მიერ გამართლებულ პირებთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი გენერალ გიგი კალანდაძეს სასამართლოს მხრიდან გამართლებას ულოცავს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კალანდაძესთან შეხვედრისას განაცხადა, სამწუხაროა, რომ კალანდაძე და დღეს გამართლებული სხვა პირები 9 თვის განმავლობაში ფუჭად მოცდნენ.

"ჯერ ერთი, მინდა მოგილოცოთ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, მოგილოცოთ გამართლება. საერთოდ ეჭვი არ მეპარებოდა თავიდანვე, რომ სრულიად უდანაშაულო იყავით. მე ამის შესახებ გესაუბრეთ 9 თვის წინაც. უბრალოდ სამწუხაროა, რომ 9 თვე თქვენ და იმ პატრიოტებს, რომლებიც დღეს გაამართლეს, აცდენდნენ ფუჭად. აცდენდნენ იმ დროს, როდესაც საქართველოს არ ჰყავს არც ერთი დასაკარგი ოფიცერი და კადრი", - განუცხადა კალანდაძეს სააკაშვილმა.

სააკაშვილმა შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომში კალანდაძის დამსახურებაზეც ისაუბრა.
"ძალიან კარგად მახსოვს თქვენი მოქმედება მთელი ამ წლების განმავლობაში. მე კარგად მახსოვს 2008 წლის ომში რომ დაიჭერით და უკან შებრუნდით ცხინვალში. მე კარგად მახსოვს გმირობები. გმირობა იყო გენერალ ხრულოვის გაქცევა, რომელიც მაშინ ბევრმა ოფიცერმა, თქვენ და ბევრმა მებრძოლმა ერთად გააკეთეთ. მე კარგად მახსოვს საფრენი აპარატების ჩამოგდება, მტრის შეჩერება რამდენიმე დღით იმისთვის, რომ დიპლომატიას ჰქონოდა დრო საქართველოს გადასარჩენად. ამიტომ, მართლაც, მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე გაირკვეს და ეს ბურუსი გაიფანტოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე. მას ამ საქმეებზეც პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100