სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ძალიან რთულად არის ბავშვის დაღუპვლის საქმე. ვერ გავიმეორებ რაც მითხრა ირაკლიმ“

ვერ გავიმეორებ რა მითხრა ირაკლიმ“-ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმის კომენტირებისას გააკეთა. კითხვაზე რა პროცესშია გამოძიება რაფალიანცის საქმეზე ასევე, ლაფანყურის სპეცოპერაციასა და თალიბების გამოცხადებული ჯიჰადთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშივლმა განაცხადა , რომ ის ამ თემებზე ირაკლი ღარიბაშვილს ერთი კვირის წინ ესაუბრა.

„ორივე საქმეზე ირაკლის ვესაუბრე ერთი კვირის წინ. იქ ძალიან რთულად არის ბავშვის დაღუპვლის საქმე. ვერ გავიმეორებ რაც მან მითხრა, ძალიან რთულადაა. ჯიჰადის საკითხზე არსებობს სახელმწიფო და სახელმწიფოს რაღაც საიდუმლოებები აქვს და მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. ირაკლის თუ მოუნდება თვითონ ისაუბრებს. მათ აქვთ იქ სურათი შექმნილი ძალიან კარგი. ყველაფრს ტელევიზიით ვერ ვისაუბრებთ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100