"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ლოგო და სტუდია რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის ლოგოს და სტუდიას დაემსგავსა

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა" აცხადებს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ლოგო და სტუდია რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის ლოგოს და სტუდიას დაემსგავსა. ამის შესახებ კოალიციის წევრებმა "პრესკლუბში მე-17 სართულზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კოალიცია ითხოვს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ლოგოს შესარჩევად კონკურსი გამოცხადდეს. კოალიციის წევრები ამ მოთხოვნით პეტიციის შემუშავებასა და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. როგორც კოალიციის ერთერთმა წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, პეტიცია მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარედგინება.

კომენტარი