წერილი, რომლის ავტორშიც საკუთარ თავს ძალიან ბევრი ქალი ამოიცნობს

წერილი შენ, რომელმაც ჩემი ძარღვის ყველა ნერვი გაარღვიე, ყველაზე შეშლილ იდიოტ არსებად მაქციე, ფილმები ცხოვრებაში გადმომატანინე და დამაჯერე, რომ ცხოვრებაც ფილმის მსგავსი გარემოა, მაგრამ შენც ხომ გინდოდა ამის დაჯერება?...

მე კიდევ ყველა აკვიატება სინამდევილედ გიქციე თითქოს, და ალბათ მოგწონდა.. მოგწონდა უკვე შენზე დამოკიდებული მეოცნებე გოგონა, რომელიც შენი თვალებით უყურებდა სამყაროს, შენი ღიმილით იცინოდა, შენი ტკივილისგან, რომ ტიროდა, შენი გამოხედვა, რომ აფორიაქებდა და დილით შენზე ნერვიულობით შეშინებული, დაფეთებული თვალებით, რომ იღვიძებდა.

იცი ამ გოგონას ენატრები, უფრო სწორად ის სამყარო ენატრება, რომელიც დააჯერე რომ მართლა არსებობს, მაგრამ წახვედი და ყველაფერი თითქოს ერთიანად ჩამოინგრა. იცი ამ გოგონას მეგობრებმა უთხრეს, რომ ეს გამოგონილი სამყარო არც არასდროს არსებობდა, ისიც უთხრეს, რომ „შენ კიდე ერთი სულელი იყავი, რომელსაც მისი არსებობა სჯერდოდაო“, მაგრამ .... მაგრამ ის, რომ, როცა არსებულ სამყაროს ყველაზე მძაფრად გრძნობ, როცა შეგიძლია ყველა ნიღაბჩამოხსნილმა გულიდან ილაპარაკო, გულიდან იგრძნო, იმ წუთების არარსებობა ალბათ ძნელი დასაჯერებელია...

„ტუფტა რომეოების ეპოქააო ამბობენ“, ალბათ შენც კარგად მოირგე ეს სნობური მარკა და ამართლებ კიდევაც, მაგრამ გულის სიღრმეში მინდა მჯეროდეს, რომ განსხვავებული ხარ, ჩემეული გრძნობებით და შენეული ადამიანისფერი თვალებით, თვალებით რომელსაც ჩემთან ისე უციმციმია, რომ იმ დროს ყველაზე მეტად ვგრძნობდი ჩემი თვალების სიციმციმეს... რაღაც ალბათ ოდესრაც სრულდება, სამყაროში არაფერია მარადიული, თან როდესაც არარსებულზე ვლაპარაკობთ არ შეიძლება მას მარადიულობის ოფიციალური სტატუსი მოარგო, მაგრამ მინდოდა რომ ჩემს სამყაროში დარჩენილიყავი, შენი გაბედნიერების საშუალება მოგეცა, შენთვის მომევლო, ძალიან ბევრი მელაპარაკა, ბევრი მეჩხუბა, ბევრჯერ გაგბუტვოდი, გვეკამათა რას დავარქმევდით ჩვენს პირველ შვილს, მერე იმაზეც გვეჩხუბა, რა წიგნი წაეკითა პირველად ჩვენს პატარას, შენზე ეჭვიანობით დამთენებოდა, სახლში მოსულისთვის კი მეთქვა, რომ შენ, ჩემი ის ნაწილი ხარ, რომელიც სულ მტკივა და თან სულ მაბედნიერებს, ჩაძინებულისთვის, მხოლოდ ჩაძინებულისთვის მეთქვა, რომ იმ გამყიდველ ქალზე საშინლად ვიეჭვიანე, მაგრამ ვერ სიმაყის გამო არაფერი შემიმჩნევია....

მოკლედ რამდენი რამის თქმა და გრძნობა მდომებია შენთვის, შენ კიდე ისე წახვედი, რომ ალბათ არც გიფიქრია, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა შენთვსი ყოფილიყო, თუმცა შეიძლება ისევ მოხვიდე კიდევაც, ისევ ჩუმად, სიტყვის უთქმელად მოხვიდე, წვიმიან ქუჩებში ჩემთაბ ერთად კვლავ კილომეტრები გაიარო, კვლავ იცინო ბოლო ხმაზე, კვლავ მითხრა რომ ყველაზე დებილი გოგო ვარ, კვლავ მთხრა რომ ჩემმა ფსიქოანალიზმმა დაგრალა და კვლავ გაგიხარდეს ჩემი ცრემლიანი თვალების დანახვა...მე კიდე არვიცი ამ წუთში არსებულ უშენობით გამოწვეულ სიცარიელეს რა ვუქნა? ამიტომ მალე მოდი რა....... უბრალოდ მოდი, ხელზე მაკოცე მერე მაგრად ჩამჭიდეე და თუ გინდა მთელი დღე ქალაქის ყველა შუქნიშანი დავიაროთ, შენს საშინელ ანეგდოტებზე ბოლო ხმაზე ვიცინოთ და თუნდაც ბოლოჯერ , გეტყვი რომ არავისთვის არასოდეს არ მინდოდი, საკუთარი თავის გარდა!!!

კომენტარი