სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პენსიაზე გაშვებული“ ეპისკოპოსები, 7 ახალი მღვდელმთავარი და მეუფე იობის ორად გაყოფილი ეპარქია

საპატრიარქოს ცნობით საქართველოს მართლამდიდებლურ ეკლესიას სავარაუდოდ 7 ახალი მღვდელმთავარი ეყოლება.

სინოდმა უკვე დააკმაყოფილა სამი მღვდელმთავარის, თადეოზის - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტის, ვახტანგის _ მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის და გიორგის _ ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის -განაცხადებიპენსიაზე გასვლის შესახებ. წმინდა სინოდის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე ცინცაძე ეპარქიის მეთაურად რჩება.

ეპისკოპოსების "პენსიაზე გაშვების" გარდა, წმინდა სინოდმა დღეს რამოდენიმე ეპარქიის გაყოფის საკითხი განიხილა.

სინოდის დღევანდელი სხდომის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, გორისა და სამთავისის ეპარქია ორად გაიყო თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რა სახელი ერქმევა ახალ ეპარქიას, ასევე ცნობილი გახდა, რომ რუის-ურბნისის ეპარქიას რომლის წინამძღვარიც მიტროპოლიტი იობია, ხაშური ცალკე გამოეყო და ახალი ეპარქია ჩამოყალიბდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100