„დაბურულშუშიანი შკოდების“ თავხედობის კადრები (ვიდეო)

Forum.ge-ს მომხმარებლებმა საინტერესო, პრობლემატური და აქტუალური საკითხი წამოჭრეს: ძალოვანი სტრუქტურების მფლობელობაში მყოფი ავტომობილები და მათი მძღოლები. ალბათ დედაქალაქში ყველას შეგვინიშნავს თუ როგორ არღვევენ ისინი მოძრაობის წესებს. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ ფორუმელები და ინტერნეტში დაბურულშუშიანი შკოდების თავხედობის დამადასტურებელ ვიდეოებსაც აქვეყნებენ.

„საავარიო სიტუაციების, მოძრაობის შეფერხების, საცობების და განუკითხაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, წითელზე ეგენი არ აჩერებენ და ღერძულა ხაზი მაგათ არ იციან... უკვე ბევრი ვიდეო მტკიცებულებაც შეგროვდა მათ საწინააღმდეგოდ, არ შეიძლება ვინმემ მიხედოს?“ - წერს forum.ge-ს აღნიშნული თემის ავტორი.

კომენტარი