სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენსაცია - ბრიტანელმა ლეიბორისტმა აღიარა, რომ უცხოპლანეტელისგან შვილი ჰყავს

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ უიტბი საიმონ პარკსმა აღიარა, რომ უცხოპლანეტელისგან შვილი ჰყავს. 53 წლის პოლიტიკოსის თქმით, მის შვილს ჰქვია ზარკა, ხოლო დედა არის არსება, რომელსაც ლეიბორისტ-პოლიტიკოსის თქმით კატა-დედოფალი ჰქვია.

პარკსმა განმარტა, რომ პირადი შეხვედრები მასსა და დედოფალ-კატას შორის ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. ამასთან ის არ იუწყება არავითარ დეტალებს, რომელიც შეეხება მისი შვილის, ზარკის დაბადების დღეს, გარეგნობას ან სქესს.

ლეიბორისტის თქმით, უცხოპლანეტელთან სექსუალური კონტაქტები მაინცა და მაინც არ ეპიტნავება მის მიწიერ მეუღლეს, რომელიც სამ ადამიანურ შვილს ზრდის. "ჩემმა ცოლმა როდესაც ამის შესახებ შეიტყო, ძლიერ დამწუხრდა. ამან ასევე წარმოშვა რამოდენიმე პრობლემა, ოღონდ არა ურთიერთობებში, ამიტომაც, არა მგონია შედეგები კატასტროფული იყოს", - თქვა პარკსმა.ს

პოლიტიკოსის თვალსაზრისით, ის უცხოპლანეტელთაგან უფრო მეტ და სასარგებლო ინფორმაციებს ღებულობს, ვიდრე დედამიწელებისგან.

მან ასევე დაამატა, რომ მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან სხვა ადამიანებიც, ოღონდ მათ ეშინიათ ამისი აღიარება. პარკსი დარწმუნებულია, რომ ის გიჟი არ არის, და მისი ნაცნობებიც მას ადეკვატურ ადამიანად თვლიან.


წყარო: http://www.trud.ru/article/19-06-2013/1295451_britanskij_politik_priznalsja_v_seksualnoj_svjazi_s_inoplanetjankoj.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100