სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გაემგზავრა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ში?

მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც კონსულტაციები გამართა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პოლიტიკურ ლიდერებთან. მიხეილ სააკაშვილი შეხვდა სენატორ მაკკეინს, ასევე სხვა სენატორებსა და კონგრესმენებს.

სააკაშვილმა სენატორი მარკო რუბიო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სახელდება 2016 წლის არჩევნებისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა, რასაც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის ბოლო დღეს მოაწერა ხელი.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პოლიტიკოსებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სთხოვა მათ გააგრძელონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და დახმარება საქართველოს ტერიტორიის დამპყრობლის მხრიდან ზეწოლის მოგერიებაში. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ვახშამი გამართა ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრებს მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესწრებოდნენ მისი მრჩეველი - რაფაელ გლუკსმანი და საქართველოს პარლამენტის წევრი - მარიამ საჯაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100