სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნატახტარი“ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან თანამშრომლობას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალურმა სპონსორმა კომპანია „ნატახტარმა" კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშკრულება შეთანხმდა, რომელიც დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა. კომპანია „ნატახტარი" ეროვნულნაკრებს 2011 წლიდანსაკუთარიბრენდის, „ქარვას" სახელითსპონსორობდა.

მხარეები ურთიერთთანამშრომლობით კმაყოფილნი არიან და ხელშეკრულებას კიდევ 2 წლით გააგრძელებენ, თუმცა ამჯერად კალათბურთელთა ნაკრებს სპონსორობას „ნატახტარი" საკუთარი სახელით გაუწევს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, თანამშრომლობისა და ხელშეკრულების დეტალებზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და კომპანია „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმაი საუბრეს.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, ბესი კლიპარტელიანმა და თორნიკე ნიკოლაიშვილმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100