დაბლეცილის, დაბღოტილისა და სხვა გურული სიტყვების განმარტებები

ა კიდო! – ისევ

აანცება – აკლება

აასკდა – სწრაფად ავიდა

აბარბალდება – აალდება

აბარძღვა – წაქცევა

ადამ კოკოს დროინდელი – ძალიან ძველი

ათხრიშინებს ,თხრიშინი – წყლის ჩხრიალი

აი –ეს

ალაგე – ღობეზე გადასასვლელი

ამოჩაგვიება – რაიმეს იღლიაში ამოდება

არიქა – დროზე, სწრაფად

არჩივი – წილი

აქანე – აქ

აშვატიება – ხელში აყვანა

ბადიში – შვილიშვილი

ბანდალი – ფეხარეული სიარული

ბარეღამ – ბარემ

ბაღანა – ბავშვი

ბენტერა – დაბნეული

ბია – კომში

ბობორიკე – ობობა

ბოლი – ტოტი

ბჟოლა – თუთა

ბჟუტური – უაზრო ლაპარაკი

ბჟუტური – უაზრო, უშინაარსო საუბარი

ბუდუა – ნათლია

ბუნდღა – ბუმბული

ბურკა – კურკა

ბურძგატებიანი – ეკლიანი

ბუჯგური – ძებნა

ბღორინობს – ხმამაღლა ტირის

გაბარბალებული სახლი – კეითლმოწყობილი

გაბდღალული – გაბადრული

გაბლიგვებული – გაცივებული, გაშეშებული

გაბურსალებული – გაბრუებული

გადაცრიალება – გამოდარება

გადახაპიწებული – მომკვდარუნებული

გადელება – გაგიჟება

გაკუჭდა – გაბრაზდა

გამბუზია – თავკომბალა

გამიშპა – დამისხლტა

განკლოვილი – მიხვედრილი

გაპალაჩებული – განადგურებული

გასკვანჩვა – დაჭერა

გატიალებული – მაგარი მთვრალი

გაუშომაულა – გაურიგა

გაფშიკინბული – გამომშრალი

გაშპა – გაქრა

გახაზირება – გამზადება

გახიკინებული – გამხმარი

გახუჭული – შეჭრილი

გაჯგუშული – გაწეწილი

გესამანიე – ჭკვიანი

გვანი – ნაგავი

გინდებლარიენ? – გინდათ?

გოუნკლოველი – მიუხვედრელი

გოჟოიანი – მუცელგაბერილი

გულობიზა – თვის ბოლოსართი (მაგ.ბაღნის გულობიზა ბავშვისთვის)

გულუღმა – ღრმა თეფში

გუშხამ – უსასრულო წარსული

დაბლეცილი – დაუნი

დაბღოტილი – დაკაწრული

დაგაჩინჩქვალებ! – დაგამტვრევ!

დაგიყვლეპია, დაგინჭყერია – დაგიჭყეტია

დათქიშინობენ – დარბიან

დაკოტავება – გადაკეცვა

დამაყურე – მისმინე

დანდურება – დამდურება

დაჟღერტება – ძირს დაგდება

დასირსვალებდენ – დაფუთფუთებდნენ

დასპარტული – გადატყავებული

დაფილენჯული, მისკირენჯული – დანჯღრეული

დახლიფართული, დასკიპარჭული – დაგრეხილი

დეეთხუე – თავი დაანებე ,შეეშვი

დევიფსე – დავიღუპე

დობირა – მდინარის პირი

დღვაბერა – დონდლო

ელანძე – უსასრულოდ გაწელილი მომავალი

ვიჯეი – ვიჯექი

ზიპლიპიტო – წვრილმანი უსარგებლო ნივთი

ზლოკვი – პატარა გველი

თვალი – ოთახი

თხლე – ჭაჭის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნარჩენი

იალონი – განთიადი, აისი

იბღოჭინა – ებღაუჭებოდა

იი – ის

იმიზა – იმიტომ

იჟღლემს – ისრესს

იქინე – იქ

კაკვი – მოხრილი ჯოხი ხილის მოსაკრეფად

კალანდა – ახალი წელი

კარდალა – ჯამი

კაძახი – გლეხი კაცი

კვატა – იხვი

კოხი, ხოშკეკალი – სეტყვა

კუთვა – კვნესა

კურმუხეთი – ჯოჯოხეთი

კურცხალი – ცრემლი

კურცხალს აღვარღვალებდა – ცრემლი ჩამოსდიოდა

ლაფერა – დიდი ხის კოვზი

ლახანკა – ვარცლი

ლენგერა – მსხვილი ჯოხი

ლოპორწიე – ლოკოკინა

მათხუე – მათხოვე

მაი – ეგ

მაკვარანცხი – მოხერხებული

მაკვარანცხი – ხიფათიანი, ცელქი

მალაზონი, პროხი – ძალიან მოხუცი

მარცხი ელანძეა – მოულოდნელი ხიფათი

მეიზუკუტურე – ზურგზე მოიკიდე

მეიკუტა – მოიკრუხა

მეიცა – მოიცადე

მეტოშა – გამიკვირდა

მიგანგალებიებ – მიგარტყმევინებ

მიპოჭიკე – დამეხმარე

მოგესიანთა – მოგინდა

მოდღურული – მოტხუპნული

მოკაკვული – მოხრილი

მოკვარახჭინება – მოგვარება საქმის

მომიბორიე – მომინიავე

მოტიალებული – მოცარიელებული, მოსუფთავებული, ვაკე

მოჭვა – კრუხი

მოჭვა – კრუხი

მოხჩა – მოტყდა

მოჯაყვა, მომჯაყველი, მოჯაყული – შერცხვენა, შემარცხვენელი, შერცხვენილი

მრეჩხა – დამარტყა, ვიგრძენი, მივხვდი

მწათხე – მლაშე

ნაგულა, ნაკოტა – დაფშვნილი სიმინდის ტარო

ნალია – სასიმინდე

ნაფუნჩხები – ნაფხვენები

ნაქურჩელა – სიმინდის ფუჩეჩი

ნეზვი – დედალი

ორპოჭიკე – (მარტასავით) გამხდარი

ოჭვათო – საწვიმარი ღარი

ოჯგუში – ქვევრის საწმენდი

პეტელი – თხის კიკინი

პწკალა – კიბე

ჟვანთქი – წყლიანი ღვინო

ჟვერო – სველი ბალახი

რა ზორი აქვს? – რა უჭირს?

რასალაგა? – რა ადგილას

რაცხა – რაღაც

რეთი? – რამდენი

რეიზა – რატომ?

როფავს – ყინავს

საკარია – საქათმე

სამიდღემჩიო – სამუდამო

სიკორწიალა –საქანელა

სკვარამი – სიბნელე

სოხვი – ხახვი

სტორი – მართალი

ტარაბუა – თავბრუ

ტინტილა – ხვლიკი

უუბორნია – ტუალეტი

უზნეური – უხასიათო

უჯიკე – უბიძგე

ფარშივი – ყალბი

ფინთი – ავი

ფიჟვერა – ფილტვი

ფუტი, ბოლი – კვამლი

ფუფაიკა – თბილი მაისური

ფხუკიანი – ფიცხი

ქარჩხავი – კაპასი

ქენქერა – დაუკვირვებელი

ქვიჯა – სანაყი, ფილთაქვა

ღენჭეპო – ნაჭუჭი

ღჯა, სარი – ჭიგო

ყაზირალი – მოზრდილი ბავშვი

ყვაჭიჭა – ბაყაყი

ყია – კისერი

ყინტორა – კისერმოშიშვლებული

ყოლისფერი – ყველაფერი

ყოლიფერი – ყველაფერი

შლუ – დებილი

შომაული – შუაკაცი

ჩამეეტიე – დროზე ჩამოდი

ჩარხი,სენთი,მარიფათი – მოხერხება

ჩახანა – ქვაბი

ჩემზა – ჩემთვის

ჩივა – ამბობს

ჩიოდა – ამბობდა

ჩომპო – ღიპი

ჩხაპუტები, ფოსტლები – ჩუსტები

ცა – გოგო

ცახოცი – თავსაფარი

ცინტალი – კნუტი

ცხვირ–პირი დეისკიპარტა

ცხვირ–პირი დაიმტვრია

ძნეყვა – დავარდა

ძღინკიანი – ცუდი გაფუჭებული ნივთი

წაი, იქინე, იმაში იგია და მეიტანე – გურულისთვის ჩვეული გამოთქმა, რომელიც უნდა გამოიცნო

წახანა – რამდენიმე წუთის ან საათის წინ

ჭური – ქვევრი

ხიბაკი – ბარგი

ხიბაკობს – იბარგება, ემზადება

ხინტრი – ხრტილი

ჯანჯუხა – ჩურჩხელა

ჯახირობს – წვალობს

ჯორკო – დაბალი სკამი

კომენტარი