სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა უამბო მერაბიშვილმა ნანუაშვილს და რაში დაარწმუნა ყოფილმა პრემიერმა სახალხო დამცველი?

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

როგორც სახალხო დამცველმა გაზეთ „ვერსია"-სთან საუბარში განაცხადა, მერაბიშვილმა მასთან საუბარში დეტალურად აღწერა, როგორ გაიტაცეს ციხიდან და რა პირობებში შეხვდა მათავარ პროკურორს.

„აღნიშნა, გაოცებული ვარ, ამ ხნის განმავლობაში პროკურატურას ჩემი განცხადების შესწავლა არ დაუწყიაო და ისიც მითხრა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. თავზე მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ჩამოფარებული და საქმეში მონაწილე პირების სახის დანახვა მოასწრო",-აცხადებს ნანუაშვილი.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ მისი ნახვის შესაძლებლობა, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კანონის მიხედვით, ბრალდებულთან ოჯახის წევრების დაშვების გადაწყვეტილება პროკურორმა უნდა მიიღოს. ჯერჯერობით კი მერაბიშვილი ბრალდებულია და მას სასჯელი შეფარდებული არ აქვს.

რაც შეეხება პრეტენზიებს, რომელიც მერაბიშვილმა ციხის პირობებთან დაკავშირებით გამოთქვა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პირობების მხრივ, ყოფილი პრემიერი არაფერს უჩივის, თავს ნორმალურად გრძნობს და პრეტენზიებიც არ გააჩნია.

„მხოლოდ ორ საკითხზე დაიჩივლა: მისთვის გაუგებარია, რატომ ტარდება პროცესები ქუთაისში, რადგან, საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევს და როდის დაიწყებს პროკურატურა მის განცხადებაზე მოკვლევას", - განაცხადა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100