პროფილმა ჟანა ვახტანგიშვილს მოსაფიქრებლად 3 თვის ვადა მისცა

ჟანა ვახტანგიშვილის პრობლემურ სიტუაციასთან დაკავშირებით (იხილეთ სტატია შემდეგ ლინკზე: http://droni.ge/?m=9&AID=13182 ) გადაწყვეტილება მიიღო და მარტოხელა დედას ერთი თვის ვადა მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით მაია ასათიანი განცხადებას ავრცელებს.

“დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოგვეხმაურა და რჩევა მოგვცა. გავითვალისწინეთ თქვენი აზრი და გადავწყვიტეთ შემდეგი: რადგან საქმე მხოლოდ ჟანას არ ეხება და საფრთხე მის 5 წლის შვილს ემუქრება, ამ ბავშვს რომ მაინც ჰქონდეს შანსი, რომ იცხოვროს ნორმალურ პირობებში, არ ირღვეოდეს მისი უფლებები და თანატოლების მსგავსად აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება, ამიტომ ჟანას ვაძლევთ დროს - 3 თვეს. თუ ამ დროის განმავლობაში ის საკუთარ თავს და შვილს მისცემს შანსს, რომ იცხოვროს ღირსეულად, ბინა იქნება მისი და ჩვენ მას ყველა პირობას შევუქმნით და გვერდით დავუდგებით! თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ამ ბინას გადავცემთ სხვა გაჭირვებულს და ამის შესახებ ჩვენს მაყურებელს შევატყობინებთ!” - წერს მაია ასათიანი

კომენტარი