სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მიდის გიგი უგულავა ევროპაში?

გიგი უგულავას ოფიციალური გვერდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“გიგი უგულავა ევროპაში გაემგზავრება, სადაც ის სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაში, სადაც ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ბრიუსელში გიგი უგულავა სიტყვით გამოვა ასევე, ევროპარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე და ევროპარლამენტარებს შეხვდება.

სხვადასხვა შეხვედრები გაიმართება ქალაქ სტრასბურგშიც, სადაც გიგი უგულავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ჯგუფის შეხვედრას დაესწრება.” - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100