სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერა ქობალიას შვილი მიხეილ სააკაშვილმა მონათლა

ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია პოლიტიკას ჩამოშორდა, თუმცა მაინც ინარჩუნებს ცნობილ პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.

მან მშობიარობიდან რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილისგან მილოცვა მიიღო, სანდრა რულოვსმა კი ანასტასიას საჩუქრები, ჰოლანდიიდან ჩამოტანილი მაისურები გაუგზავნა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, მიხეილ სააკაშვილი და ვერა ქობალია დანათესავდნენ, ყოფილმა პრეზიდენტმა ანასტასია მონათლა.

"მიხეილ სააკაშვილი ჩემი შვილის ნათლიაა. ანასტასიას სხვა ნათლიებიც ჰყავს, ერთ–ერთი კი ყოფილი პრეზიდენტია. ძალიან მიყვარს როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე მისი მეუღლე სანდრა რულოვსი. სანდრას სულ ვეუბნები, რომ ანასტასიასთვის კარგი მაგალითია. ის საოცრად პოზიტიური ქალია,"-განაცხადა ვერა ქობალიამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100