Microsoft-ის 11 წლის თანამშრომელი,რომელიც თვლის, რომ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვია

11 წლის ეგვიპტელი ბიჭუნა მაჰმუდ ვაელი ტრანსნაციონალური კორპორაციის Microsoft-ის ტექნიკური სპეციალისტია. ბავშვმა Microsoft-ის ყურადღების მიპყრობა სხარტი აზროვნებით შეძლო. ის წამებში ითვლის და ხსნის მათემატიკურ ამოცანებს.
-"
მამამ ჩემი ნიჭი 3 წლის ასაკში აღმოაჩინა, როცა ჩემ დას ამოცანა ამოვუხსენი"- აცხადებს EFE-სთან ინტერვიუში ვაელი.

მაჰმუდი ინტელექტის კოეპიციენტი 155 ერთეულს უტოლდება. თავად ბიჭუნა თვლის რომ ის მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვია.ვაელთან შედავება ამ საკითში საკმაოდ რთულია, რადგან ის 9 წლის ასაკში ამერიკის უნივერსიტეტის კაირის სტუდენტთა რიგებში ჩაირიცხა. ახლა სასწავლებელში ინფორმატიკის კურსებს სტუმრობს. 6 წლის წინ Microsoft-მა მას ნოუთბუქი აჩუქა.

-"ამჟამად მე საინფორმაციო ქსელების ექსპერტად ვმუშაობ. ყველაფერი რისი გაგებაც მჭირდება Google-სა და Wikipedia-შია, თუ ახალი კონტაქტების დამყარება მსურს ამისთვის ფეისბუქი არსებობს"- ასრულებს ბიჭუნა.

კომენტარი