Tbilisi, I Love You რეჟისორი დათო აგიაშვილი გარდაიცვალა

ფილმ Tbilisi, I Love You-ს ოფიციალურ გფეისბუქ გვერდზე სამწუხარო ინფრომაცია გავრცელდა.ფილმის რეჟისორი დათო აგიაშვილი გარდაიცვალა.დაუზუსტებულე ინფორმაციით გარდაცვალებსი მიზეზი გული გახდა.

აი რა წერია Tbilisi, I Love You-ის ოფიციალურ გვერდზე:

"დღეს გარდაიცვალა დათო აგიაშვილი - ადამიანი, რომელმაც ორი წლის წინ თბილისის, საქართველოს სიყვარულით შექმნა პროექტი “Tbilisi, I Love You” და დიდი მონდომებით იმუშავა ამ პროექტის განსახორციელებლად. მას ყველაზე მეტად ამ ფილმის წარმატების ნახვა უნდოდა და ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი პრემიერის შთაბეჭდილებებს ის ჩვენთან ერთად ვერ გაიზიარებს. ფილმის დღევანდელი პრემიერა მას ეძღვნება... მის ოჯახში კინო რელიგია იყო ... ჩვენ გვჯერა, რომ ნიკა და გიორგი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით განაგრძობენ მამის მიერ დაწყებულ საქმეს".

კომენტარი