სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევში 70-ზე მეტ დაღუპულთა შორის 2 ქართველია

კიევში კიდევ ერთი ქართველი, დავით ყიფიანი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყიფიანის ცხედარი კრეშატნიკის მოედანზე იპოვეს და მას სნაიპერის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

რაც შეეხება კიევში გარდაცვლილ კიდევ ერთ ქართველს, ზურაბ ხურციას, იგი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს. წინასწარი ინფორმაციით, ხურცია მაიდანზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბოლო დღეებია კიევში სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება. არსებული მონაცემებით დაღუპულია 70-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100